Monday, October 9, 2017

1. პროექტის სახელწოდება: ვწეროთ სწორად და გამართულად
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა და მართებულად გამოიყენონ ენობრივ - გრამატიკული სტრუქტურები და ხერხები.
3.
პროექტის აქტუალობ: მოსწავლეებს უჭირთ შინაარსობრივად და სტრუქტურულად გამართული ტექსტის შედგენა, მართლწერის და პუნქტუაციის ნორმების დაცვა, გრამატიკული შეცდომების გასწორება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში წერითი უნარ - ჩვევების განვითარება, რედაქტირებისა და კორექტირების უნარის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი ( 12 – 13 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან და წარმოადგენენ პრეზენტაციებს, კედლის გაზეთს, პლაკატებს, ხელნაწერ ჟურნალს.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, ფლიპჩარტები, მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა  1 - მოსწავლეთათვის მოვალეობების გადანაწილება
აქტივობა  2 - ინტერნეტ სივრციდან, სახელმძღვანელოებიდან, ჟურნალ - გაზეთებიდან  შეცდომით დაწერილი ტექსტების მოძიება და კორექტირება.
აქტივობა  3 - მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით პრეზენტაციების მომზადება (ჯგუფურად)
აქტივობა  4 - მასალების შეგროვება, რედაქტირება და კორექტირება ხელნაწერი ჟურნალისათვის.
აქტივობა  5 - ჟურნალის გაფორმება
აქტივობა  6 - პრეზენტაციების წარმოდგენა



10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
 ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა და ქცევის ფორმებს;
·         იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის სალიტერატურო ნორმებს;
·         მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ წინადადებებს ინფორმაციის დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით (მაგალითად, „ჩემი ძმა, რომელიც თორმეტი წლისაა“..., „ჩემი ძმა, თორმეტი წლის ბიჭი“...);
·         მართებულად იყენებს მსჯელობისა და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ  კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“, „ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
·         მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს. 
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები, რათა იგი იყოს მკაფიო, ლოგიკური და თანამიმდევრული;
·         ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ, პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს; იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს;
·         იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.



1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნაირა ხარგალაძე
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: naira.xargaladze@gmail.com