1. პროექტის სახელწოდება: ვწეროთ სწორად და გამართულად
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა და მართებულად გამოიყენონ ენობრივ - გრამატიკული სტრუქტურები და ხერხები.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უჭირთ შინაარსობრივად და სტრუქტურულად გამართული ტექსტის შედგენა, მართლწერის და პუნქტუაციის ნორმების დაცვა, გრამატიკული შეცდომების გასწორება.
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის ტექსტის შექმნა და მართებულად გამოიყენონ ენობრივ - გრამატიკული სტრუქტურები და ხერხები.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს უჭირთ შინაარსობრივად და სტრუქტურულად გამართული ტექსტის შედგენა, მართლწერის და პუნქტუაციის ნორმების დაცვა, გრამატიკული შეცდომების გასწორება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებში წერითი
უნარ - ჩვევების განვითარება, რედაქტირებისა და კორექტირების უნარის განვითარება.
5. მონაწილეთა ასაკი: VIII კლასი ( 12 –
13 წელი)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან და წარმოადგენენ პრეზენტაციებს, კედლის გაზეთს, პლაკატებს, ხელნაწერ ჟურნალს.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან და წარმოადგენენ პრეზენტაციებს, კედლის გაზეთს, პლაკატებს, ხელნაწერ ჟურნალს.
8.პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი,
ინტერნეტი, ფლიპჩარტები, მარკერები.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა
1 - მოსწავლეთათვის მოვალეობების გადანაწილება
აქტივობა
2 - ინტერნეტ სივრციდან, სახელმძღვანელოებიდან,
ჟურნალ - გაზეთებიდან შეცდომით დაწერილი ტექსტების
მოძიება და კორექტირება.
აქტივობა
3 - მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით პრეზენტაციების
მომზადება (ჯგუფურად)
აქტივობა
4 - მასალების შეგროვება, რედაქტირება და კორექტირება
ხელნაწერი ჟურნალისათვის.
აქტივობა
5 - ჟურნალის გაფორმება
აქტივობა 6 - პრეზენტაციების წარმოდგენა
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.
VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სწორად ხმარობს ზმნის დრო-კილოთა
და ქცევის ფორმებს;
·
იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის
სალიტერატურო ნორმებს;
·
მართებულად ჩაანაცვლებს დამოკიდებულ
წინადადებებს ინფორმაციის დამაზუსტებელი განკერძოებული სიტყვებითა და გამოთქმებით
(მაგალითად, „ჩემი ძმა, რომელიც თორმეტი წლისაა“..., „ჩემი ძმა, თორმეტი წლის ბიჭი“...);
·
მართებულად იყენებს მსჯელობისა
და არგუმენტაციისთვის შესაფერის ლექსიკასა და სინტაქსურ კონსტრუქციებს („თუ... მაშინ...“, „აქედან გამომდინარე...“,
„ამრიგად...“, „მაშასადამე...“, „რასაც ადასტურებს...“);
·
მიმოხილვითი ხასიათის ტექსტის
შექმნისას იყენებს შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ სტრუქტურებსა და ხერხებს.
ქართ.
VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
შეაქვს ტექსტში შინაარსობრივი
და სტრუქტურული ხასიათის შესწორებები, რათა იგი იყოს მკაფიო, ლოგიკური და თანამიმდევრული;
·
ასწორებს ნაწერში ორთოგრაფიულ,
პუნქტუაციურ და გრამატიკულ შეცდომებს; იყენებს ორთოგრაფიულ და უცხო სიტყვათა ლექსიკონებს;
·
იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას
ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნაირა ხარგალაძე
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: naira.xargaladze@gmail.com
No comments:
Post a Comment